მთავარი მსახიობები ახალი ამბები თხოვნები კონტაქტი რეკლამა
ქართულად ანიმაცია კომედია დრამა
ტრილერი მელოდრამა მულტფილმი სერიალი
რუსული მუსიკალური საახალწლო ისტორიული
საოჯახო დეტექტივი სპორტული საომარი
მელოდრამა ეროტიული ფანტასტიკა საშინელება
ვესტერნი ქართული კრიმინალი ინდური
რომანტიული დოკუმენტური სათავგადასავლო მძაფრ-სიუჟეტიანი
» მთავარი » მსახიობები » ახალი ამბები » თხოვნები » კონტაქტი » რეკლამა
საუკეთესო
რეკლამა
Virtual Tour Georgia
მსახიობები
ჟანრი: კომედია, ფანტასტიკა, მელოდრამა
როლებში: ომ პური, აიშვარაია რაი, აკშაი კუმარი, კირონ ჰერი, ნეხა დხულია, ადიტია როი კაპური
გამოშვება: 2010
სიყვარული წვიმასავით გვეფერება... მთელი ცხოვრება ელი, თუმცა მისი მართვა არ შეგიძლია... წვიმას შეუძლია სიცოცხლე გაჩუქოს, თუმცა მისი წართმევაც შეუძლია... ჩვენს სასიყვარულო სამკუთხედში კი გრძნობა ჭექა–ქუხილში გადაიზრდება...
რა მოხდებოდა მაშინ, თუ გოგონას გულთან, რომელიც გიყვართ, სწრაფი საიდუმლო კავშირი გენებოდათი თუ შეძლებდით წაგეკითხათ მისი ყველაზე სულელური აზრებიც კი და გემართათ მისი გონებაი გაწყვეტდით კავშირს მასთან, თუ სიყვარულის გამო თვალებს დახუჭავდითი
ქირურგი სამირი სონიაზეა შეყვარებული. გოგონასაც უყვარს ის და ურთიერთობის დაკანონება სურს, თუმცა სამირი უღელში შებმას არ ჩქარობს და სონიას ეუბნება, რომ ცოლიანია და ახლა გაყრის პირასაა.
ნანდუ – ქუჩის ბიჭია, ჩხუბისთვის დაბადებული. ის ზედმეტად აგრესიულია და მოწინააღმდეგეს თავი ველური ბრძოლით ნოკაუტში აგდებს. მას ცხოვრებაში თავისი პრონციპები აქვს, მეგობრები პატივს სცემენ და ოცნებობს ადგილობრივი დაჯგუფების წევრი გახდეს. პინკი პალკართან შეხვედრა კი მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს...
ულამაზესი მწვანე პეიზაჟები, ცისფერი ლაგუნა, თბილი და კაშკაშა მზის სხივები – ეს გოაა ცნობილი ილუზიონისტის ითან მასკარენჰასის სამშობლო. ახლა ის რადიოს წამყვანია და თვითოეულ მსმენელს სიხარულს და იმედს ჩუქნის. მომხდარი ტრაგედიიდან კი 14 წელი გავიდა...
ალიამ და აბხაიმ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ადგილობრივ კინოთეატრში მეოცეჯერ უყურებდნენ „მისტერ ინდოეთს“. ფილმის „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება“-ს შემდეგ, მათ ერთმანეთს აკოცეს. მათი ურთიერთობა რვა წელი გრძელდებოდა და ყველა მოუთმენლად ელოდა უკვე ქორწილს. მაგრამ ალია, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა, მოულოდნელად ავსტრალიაში მიემგზავრება...
"სიყვარულს მიზეზი არ აქვს" - ასე ამბობს მთავარი გმირი. არავის შეუძლია იმის ახსნა, თუ როგორ ავლენს სიყვარული ჩვენს ხასიათს და ქცევებს. მაგრამ სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ბიზნესს შორისი
ევამ ცოტა ხნის წინ დაასაფკლავა ქმარი, რომელთანაც შვიდი წელი იცხოვრა. მას იგი არ უყვარდა, უბრალოდ დედის რჩევით დაქორწინდა... გამოფენაზე ევა შემთხვევით გაიცნობს ადამს და ღამე მასთან რჩება.. და იწყება ახალი ისტორია, რომელსაც თან სდევს ტკივილი და სიხარული, ღალატი და ბედნიერების განცდა...
პრემს უბრალო ცხოვრებისეული პრინციპები აქვს - იყოს ბედნიერ, გახადოს სხვა ბედნიერი და გააბედნიეროს მთელი ქალაქი. თუმცა, ეს თვისება პრემისთვის, მისი გარშემომყოფთათვის და მთელი ქალაქისთვის დამღუპველი ხდება...
ისინი ბავშვების მეგობრები იყვნენ. მათ ოჯახების გარდა ჯაზის სიყვარულიც აერთიანებდათ. არჯუნას სცენაზე ასვლა იმ მიზეზით სურდა, რომ ეს მისი ბაბუის აუხდენელი ოცნება იყო. მანუს კი მუსიკა დიდად არ იზიდავდა, დაკვრა მამის ინსტრუმენტზე ისწავლა, არც ამბიციები გააჩნდა, უბრალოდ სიამოვნებდა ეს და ცხოვრებით ტკბებოდა. მათ ეგონათ, რომ მუსიკის სიყვარული მათ მეგობრობას გამყარებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა... (რუსული სუბტიტრებით)
ჯეი ცინიკოსია, რომელიც ვერ იტანს ლავ-სთორებს და სერიოზულ ურთიერთობებს. მისი აზრით, სიყვარული ავადმყოფობაა, შეყვარებულები კი გიჟები არიან.... სიმრანი კი აღმერთებს სასიყვარულო თავგადასავლებს, ოცნებობს და ცხოვრობს ოცნებებში. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ახალგაზრდა ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე ხვდებიან და...(რუსული სუბტიტრებით)
შანკარი განათლებული ახალგაზრდა ყმაწვილია, რომელიც რანატას სამშენებლო კომპანიაში პროფკავშირის უფროსად მუშაობს. თანამშრომლების უფლებებისთვის ბრძოლას მისი სიცოცხლე ეწირება. მას ცოლი და მწირეწლოვანი ვაჟი როკი რჩება. ოჯახზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ბავშვი თავის ტრამვას იღებს, რომლის შემდეგაც ამნეზია ემართება და დედის დანახვაზე ისტერიკა ეწყება. ექიმის რჩევით მან დედისგან მოშორებით უნდა იცხოვროს. როკის გადარჩენის მიზნით დედა იძულებული ხდება ბავშვი მეგობრის ოჯახს მიაბაროს გასაზრდელად. ბიჭი უზრუნველ ოჯახში იზრდება, არ იცის მისი წარმომავლობის შესახებ. თუმცა, როდესაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება გოგონა სახელად რენუკა, როკის წინ წარსულის რეალობა იშლება. როკი დაიფიცებს, რომ შურს იძიებს ბოროტებაზე... (რუსული სუბტიტრებით)
ფილმის მთავარი გმირი სასოწარკვეთილი ქალია, რომელსაც ქორწილის დღეს ქმარი მიატოვებს. ახლა მისი ერთადერთი მიზანი ფულის შოვნაა და ამ ფიქრებით ის სოფელს ტოვებს. გადის დრო, თანასოფლელებს ის უკვე გარდაცვლილი გონიათ. თუმცა, სიუჟეტი სხვაგვარად ვითარდება, ქალი სულს შეიყვარებს, რომელსაც მისი მეუღლის სახე აქვს. ტრაგედია კი მაშინ იწყება, როდესაც ხუთი წლის შემდეგ მასთან ქმარი ბრუნდება.
ქრონიკულად წარუმატებელი აარუშის ისტორია, რომელიც მიიჩნევს, რომ მხოლოდ მაშინ დალაგდება მისი არეული ცხოვრება, როდესაც ნამდვილ სიყვარულს იპოვნის... და აი, სიყვარულიც ეწვია. აარუში მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილზე ქორწინდება და ახალგაზრდა წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად იტალიაში მიემგზავრება.
რა ხდება მაშინ როდესაც სიყვარული ჩიხში შედისი როდესაც 50 წლის წყვილს დაქორწინება სურთ და მოულოდნელად იგებენ, რომ მათი შვილებიც დაქორწინებას გეგმავენ...
ამერიკელი სტივის გულისთვის მოცეკვავე დიამ მშობლიური ქალაქი შამლი წლების წინ დატოვა. 11 წლის შემდეგ, ის ნიუ-იორკიდან უკან ბრუნდება. პრობლემა კი იმაშია, რომ ქალაქის მცხოვრებთა კარი დიასთვის დახურულია...
ღარიბ რაჯას მილიარდელი ჩინის ქალიშვილი შეუყვარდება. გოგონას მამა თანხმდება მას ქალიშვილი გააყოლოს, ოღონდ ერთი პირობით – უნდა გამდიდრდეს. შემდეგ მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ზღაპარში. რაჯა ფულით სავსე ჩემოდანს იპოვის. ფულთან ერთად კი ახალ შეყვარებულსაც გაიჩენს. მალე ქორწილის დღეც დღე და სიყვარულის სამკუთხედიც იხლართება...
სიყვარული, შურისძიება, მოსყიდული სასამართლო, თვითმკვლელობა, გატაცება და ბედნიერი დასასრული - ორმხრივი სიყვარული...
ორი პროვინციელი ბიჭი მატარებელს აყაჩაღებს და პოლიციას ბომბეიში ემალება, სადაც მოპარულ ფულს ხარჯავენ კიდეც. ერთ-ერთ მათგანს ფსიქოანალიტიკოსი გოგონა შეუყვარდება, რომელიც მდიდარი მშობლების შვილს მკურნალობს და მგონი უყვარს კიდევაც ის. ვინ მოიპოვებს ლამაზმანის გულს - მდიდარი, სოფლური მანერების მქონე ყაჩაღი თუ მდიდარი მემკვიდრე, რომელსაც თავში ყველაფერი რიგზე ვერ აქვს...
რეკლამა
загрузка...
რეკლამა
შემოგვიერთდი Facebook - ზე
რეკლამა
загрузка...

რეკლამა

მთავარი კონტაქტი რეკლამა რუკა RSS Tags
www.wsa.ge Free PageRank Checker navige
Betting Websites SportLemon xScores Atdhe FromSport Betting Tips Rojadirecta Batumi Virtual Tour Visit Adjara ProSoccer Asia Tbilisi Virtual Tour SportLemon Blog Hokey Predictions Hotels Batumi Panorama Web Design WebPages Нарды Онлайн Фильмы Онлайн Dominoes Online BetInfo Blog Prison Break Show Lost Show Live Scores 1X2 Tips Azart Bet Loan Debt Vaxo Tips Hahasport MyP2P SportLemon.in First Row Sports
© 2011 WWW.ALLFILMEBI.COM