მამაკაცების უმრავლესობას სურს იყოს სუპერ ...
29 ივლისი 2011
მამაკაცების უმრავლესობას სურს იყოს სუპერმენი
მამაკაცების უმრავლესობას სურს, რომ ჰგავდეს სუპერმენს და ნაკლებად ოცნობობენ ამერიკის კაპიტნის როლზე. ამას ადასტურებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩაატარა AskMen-მა. კვლევაში მონაწილეობდა 70 ათასზე მეტი ამერიკელი, რომლებსაც ასარჩევად შესთავაზეს რამდენიმე ცნობილი სუპერგმირი. საოცარი უნარის მქონე ფოლადის კაცის სახემ მოხიბლა მამაკაცების 32 პროცენტი, მეორე ადგილზე 25 პროცენტით აღმოჩნდა ბეთმენი, ხოლო მესამეზე 21 პროცენტით- რკინის კაცი. კონკრეტულად რა თვისებები ხიბლავს მამაკაცებს ამათუიმ გმირში AskMen-ის მიერ არ დაზუსტებულა. შეგახსენებთ, რომ „სუპერმენის“ ახალი ვერსიის ნახვას მაყურებელი შეძლებს 2013 წლის ზაფხულში.