ბილი ბობ ტორნტონი / Billy Bob Thornton
Billy Bob Thorntonნამდვილი სახელი: ბილი ბობ ტორნტონი (Billy Bob Thornton)
დაბადების თარიღი: 04 აგვისტო 1955
დაბადების ადგილი:ჰოთ სფრინგსი არკანზასი აშშ
პროფესია:მსახიობი პროდიუსერი რეჟისორი სცენარისტი
სიმაღლე: 1.83 მ
პირველი ფილმი:1975
მეუღლე: ანჯელინა ჯოლი (განქორწინება)
სუნდა უილიამსი (განქორწინება)
მელისა ლი გეტლინი (განქორწინება)
პეტრე დაუნ ჩერნიაქი (განქორწინება)
ტონი ლაურენსი (განქორწინება)
ბილი ბობ ტრონტონი დაიბადა 4 აგვისტოს 1955 წელს ხოტ სპრინგსშ, არკანზასში, აშშ(მოსახზლეობა 9 ათასი ადამიანი). მამა – კალათბურთის მრწთვნელია და ისტორიის მასწავლებელი(გარდაიცვალა, როდესაც შვილს 18 შეუსრულდა), დედა – დიასახლისი და შეთავსებით ნათელმხილველი, რომელმაც შვილს 'ოსკარი' უწინასწარმეტყველა და მუშაობა ბერტ რეინოლდსთან.
ბილიმ მსახიობობა გადაწყვიტა, ელვის პრესლის ფილმების ნახვის შემდეგ. ბავშვობაში ის სკოლის თეატრში თამაშბდა, მაგრამ თვლიდა, რომ მისი უმცროსი ძმა ჯიმი, ბევრად უფრო ნიჭიერია. ჯიმი მოკვდა გულის შეტევის გამო, და ტორნტონი დღემდეა დარწმუნებული იმაში, რომ მისი ძმა ბევრად უფრო ნიჭერი მსახიობი გახდებოდა, ვიდრე თვითონ ის.
სკოლის შემდეგ, ტორნტონი სცდილობდა უნივერსიტეტში სწავლას, მუშაობას, მაგრამ 21 წლისას ყველაფერი მიყარა და ლოს–ანჟელესში წავიდა.
ისინი მეგობართან ტომ ეპერსონთან ერთად ოცნებობდნენ კალიფორნიაში როკ–ვარსკვლავები გამხდარიყვნენ. უკრავდნენ სხვადასხვა ჯგუფებში, მუშაობდნენ. 1985 წელს ბილი საავადმყოფოში მოხდა. მას რამოდენიმე დღე არ უჭამია. გამოჯამრთელების შემდეგ, ტორონტონმა დაიწყო მოსმენებზე სიარული, და მალევე მას ტელევიზიაზე შეთავაზეს პირველი როლი. პირველს კი უამრავი მოყვა.
პირველი წარმატება კინოში ტორნტონმა მოიპოვა ფილმებში 'ერთ არასწორი ნაბიჯი' და 'გალესილი სამართებელი'. ორივეს სცენარი მან თვითონ დაწერა. ტორნტონი მაბობს, რომ მას 90 წლების დასაწყისში კინოკლასიკოსმა ბილი უალდერმა მიაწოდა სცენარისტობის იდეა.
მაშნ ტორნტონმა ტომ ეპერსონთან ერთად დაწერეს 'ერთი არასწორი ნაბიჯის' სცენარი. ფილმი 1991 წელს იყო დადგმული და კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.
1996 წელს კი ტორნტონმა მიიღო 'ოსკარი' საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ფილმისთვის 'გალესილი სამართებელი'. ეს ისტორია ადამიანზეა, რომელიც ოცდახუთი წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში იჯდა დედის და მისი საყვარლის მკვლელვობილს შემდეგ, და მოულოდნელად თავისუფლებაზე გამოუშვეს...
იმ დროდან ბილი ბობ ტორნტონი შეუჩერებლივ მუშაობს.