ქრისტოფერ უოკენი / Christopher Walken
ნამდვილი სახელი: რონალდ უოკენი (Ronald Walken)
დაბადების თარიღი: 31 მარტი 1943
დაბადების ადგილი:ქუმნსი ნიუ იორკი აშშ
პროფესია:მსახიობი პროდიუსერი რეჟისორი სცენარისტი
სიმაღლე: 1.83 მ
პირველი ფილმი1951
მეუღლე: ჯორჯან უოქენი
თავისი თაობის ერთერთი ყველაზე აქტიური ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც საკუთარი აღიარებით, პრაქტიკულად არასოდეს არ უარყობს შესთავაზებულ როლებს და ყოველივეს როგორც ახალ გამოცდილებას უყურებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ის ყოველწლიურად მიახლოვებით ხუთ ფილმში იღებს მონაწილეობას. ფილმებმა მისი მონაწილეობით ჩრდილოეთამერიკულ კინოგაქირავებაში შეაგროვეს 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი.
რონალდ უოკენი დაიბადა კვინსში და ბავშვობიდან მონაწილეობას ღებულობდა ტელესერიალის გადაღებებში. 1961 წელს უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ერთ წელში გარიცხეს. ერთ დროს ის ლომების მომთვინიერებლად მუშაობდა, შემდეგ 1966 წლამდე ქვეყანაში მოგზაურობდა, ცეკვავდა მუსიკალურ რევიუებში. ამ დროს, მეგობრის რჩევით, შეიცვალა სახელი რონალდი კრისტოფერზე. 1966 წელს დებიუტი ჰქონდა, როგორც დრამატულ მსახიობს, ბროდვეის დადგმაში.
კინოში – 1970 წლების დასაწყისიდან, თუმცა თავიდან მიიბყრო კრიტიკოსების ყურადღება თითქმის ეპიზოდური როლით ვუდი ალენის ფილმში 'ენი ხოლი'(1977). მისი შემდეგი ნამუშევარი – ნიკანორ ჩებოტარევიჩის როლი ფილმში 'ირემებზე მონადირე'(1978), ოსკარით დააჯილდოვეს.
მიუხედავად გრანდიოზული წარუმატებლობის ამბიციურად ჩაფიქრებული სიკველის 'სამოთხის კარიბჭე' 1980 წელს უოკენი წარმატებულად აგრძელებდა მეორე პლანის როლებში თამაშს, ხშირად ასახიერებდა სიგიჟის ზღვაზე მყოფ პერსონაჟებს: 'მკვდარი ზონა'(1983), 'A View to a Kill'(1985), 'ნიუ–იორკის მეფე'(1990), 'ბეტმანის დაბრუნება'(1992), 'Pulp Fiction'(1994) და სხვები. ფართო ცნობილება მოაპოვებინა პატარა ეპიზოდმა მის მონაწილეობით ფილმში 'ნამდვილი სიყვარული'.
90–ნი წლების შუაში უოკენმა მოიპოვა საკულტო მსახიობის რეპუტაცია როგორც ამერიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ბოლო წლებში უოკენი უფრო ხშირად კომედიურ როლებს ასრულებს. ასევე ვიდეოკლიპებში ღებულობს მონაწილეობას.