პოლ ჯამატი / Paul Giamatti
ნამდვილი სახელი: პოლ ედვარდი ვალენტაინ ჯამატი (Paul Edward Valentine Giamatti)
დაბადების თარიღი: 06 ივნისი 1967
დაბადების ადგილი:ნიუ -ხეივენი,კონეკტიკუტი,აშშ
პროფესია:მსახიობი,პროდიუსერი
სიმაღლე: 1.74 მ
პირველი ფილმი: 1975
მეუღლე: Elizabeth Giamatti
ამერიკელი მსახიობი იტალიური ფესვებით. დაიბადა 6 ივნისს 1967 წელს ნიუ–ხეივენში, აშშ–ში. სრული სახელი: პოლ ედვარდ ვალენტინ ჯიმატი. პოლის მამა – პროფესორი და იელსკის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო, დედა – სკოლის მასწავლებელი, თმცა სანამ გათხოვდებოდა მსახიობი იყო. ძმა – მარკ ჯამატი, ასევე მსახიობი. და კი საიუველირო ბიზნესითაა დაკავებული. პოლი უმცროსია ჯიამატების ოჯახის სამი ბავშვიდან.
დაამთავრა ხელვნების ფაკულტეტი იელში, დიდ ბრიტანეთში და ასებე იელის დრამატიული სკოლა. პოლმა დაიწყო როგორც თეატრალურმა მსახიობმა – თავიდან მნაწილეობდა იელში თეატრალურ დადგმებშ, შემდეგ კი ბროდვეიზე გამოდიოდა 1989 წლიდან. ტელევიზიაზე დებიუტი ჰქონდა 1990 წელს, მონაწილეობდა საპნის ოპერებში. დიდ ეკრანზე დებიუტი ჰქონდა ფილმში 'Past Midnight'(1992), რომელშიც ლარი კენაიპის როლი ითამაშა.
პოლ ჯამატის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია – კენის როლი ჰოვარდ სტერნის ფილმში 'სხეულის ნაწილები'(1997), სერჟანტ ჰილის როლი სტივენ სპილბერგის სამხედრო დრამაში 'რიგით რაიანის გადარჩენა'(1995), ჯონის როლი კომედიაში 'დიდი დედიკოს სახლი'(2000), ხარვი პეკარის როლი ფილმში 'ამერიკული მშვენიერება'(2003), ხერცის როლი დეტექტივში 'დახვრიტე'(2007).
პოპულარობა მოიპოვა მინი–სერიალში 'ჯონ ადამსი' მთავარი როლის შესრულების შემდეგ(2008 წელი, პრემია 'ემი'), ჯო გულდსის როლი ფილმში 'ნოკდაუნი'(2005, აშშ–ს მსახიობების გილდიის პრემია), მაილსის როლი ლენტაში 'გზისპირას'(2004, აშშ–ს მსახიობთა გილდიის პრემია).
2008 წლიდან პროდიუსირებს ახალ ფილმებს. დაქორწინებულია ელიზაბეტ კოენზე, რომელმახ პოლს ვაჟი გაუჩინა.