სკოტ სპიდმანი / Scott Speedman
ნამდვილი სახელი: რობერტ სკოტ სპიდმანი (Robert Scott Speedman)
დაბადების თარიღი: 01 სექტემბერი 1975
დაბადების ადგილი:ლონდონი
პროფესია:მსახიობი
სიმაღლე: 1.80 მ
პირველი ფილმი:1993
სკოტ სპიდმენი დაიბადა 1 სექტემბერს 1975 წელს ლონდონში(ინგლისი) მერი კემბელის ოჯახში(დაწყებითი კლასის მასწავლებლის) და როი სპიდმენის(ვაჭრობის მუშაკს). როდესაც მომავალ მსახიობს ოთხი წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი ტორონტოში გადავიდა, კანადაში.
პატარაობიდან სკოტი ხურვით იყო გატაცებული. ის აღმოჩნდა ნიჭიერი მოცურავე და მონაწილეობას ღემულობდა პრესტიჟულ შეჯიბრებში. სამწუხაროდ, მიღებული ტრამვის შემდეგ, სკოტ სპიდმენი იძლებული გახდა სპორტი მიეტოვებინა.
გარკვეულ დროში – საკუთარი თავის ძებნისასა – ყოფილი სპორტსმენი დაინტერესდა სამსახიობო მოღვაწეობით და გადაწყვიტა განათლების გაგრძელება – თავიდან ტორონტოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი – იორკის უნივერსიტეტში.
როდესაც სპიდმენი პირველად დაპატიჟეს მოსმენაზე, იმედგაცრუება განიცადა – სინჯები წარუმატებელი აღმოჩნდა(სკოტი როლზე არ აიყვანეს). მიუხედავად ამისა, სპიდმენს ხელი არ ჩაუქნევია, პირიქით, თავის თავზე უფრო მეტი მშაობა დაიწყო.
დამწყები მსახიობის დებიუტი 1995 წელს ტელევიზიაზე შედგა – მაშინ მან მონაწილეობა მიიღო ერთერთ სერიალში, შემდეგ კი რამოდენიმე უმნიშვნელო როლი ითამაშა.
მერე მის სამსახიობო კარიერაში შესვენება დაიწყო. ამ პერიოდში მსახიობი ნიუ–იორკში გაემგზავრა და გარკვეული დროის მანძილზე იქ იმყოფებოდა.
2000 წელს სპიდმენმა კვლავ დაიწყო კინოში მონაწილეობა, ამ ჯერად ეს უფრო მნიშვნელოვანი როლები იყო. 2003 წელს სკოტი თანამშრომლობდა გადასაღებ მოედანზე კურტ რასელთან, მაელ კი მონაწილეობა მიიღო ფილმში, რომელმაც ნამდვილი პოპულარობა მოუტანა – დრამაში 'ჩემი ცხოვრება უჩემოდ'. ამ სურათში ნამუშევარისთვის სპიდმენი დააჯილდოვეს.
ამ ჟამად მსახიობი აგრძელებს კინოში მონაწილეობას სხვა და სხვა ჟანრში, თრილერების ჩათვლით.თუ როგორ აიწყოდა მისი სამსახიობო კარიერა – გვაჩვენებს დრო. კინოკრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სკოტს წინ წარმატება ელის.
სკოტის მთავარი წარმატება კინოში ჯერ არის 'სხვა სამყაროს' პირველი ნაწილი, 'სამი იქსის' გაგრძელება' და, რა თქმა უნდა, 'სხვა სამყარო–2'.
2001 წლამდე მსახიობი კერი რასელს ხვდებოდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მსახიობი იმ დროდან კვლავ თავისი ერთადერთი და განუმეორებელი გოგონას ძებნაშია.