დაიან ქიტონი / Diane Keaton
ნამდვილი სახელი:დაიან ხელი (Diane Hall)
დაბადების თარიღი:05 იანვარი 1946
დაბადების ადგილი:ლოს-ანჯელისი, კალიფორნია, აშშ
პროფესია:მსახიონი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი
სიმაღლე:1.69 მ
პირველი ფილმი:1962
ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, 'ოსკარის' პრემიის ლაურეატი საუკეთესო ქალის როლისთვის(1977). დაიბადა 5 იანვარს 1946 წელს ლოს–ანჯელესში(კალიფორნიის შტატი, აშშ). არტისტული ფსევდონიმის სახეით აიღ დედის ქალიშვილობის გვარი. დრამატულ ხელოვნებას სწავლობდა სანტა–ანას კოლეჯში, შემდეგ თეატრის 'Neighbourhood Playhouse' სკოლაში ნიუ–იორკში. პირველი შესამჩნევი როლი შეასრულა თეატრში 1968 წელს ბროდვეის როკ–მიუზიკლში 'Hair'.
1970 წელს მსახიობს დებიუტი ჰქონდა კინოში ფილმით ''Lovers and Other Strangers'. მაყურებლების ყურადღება კიტონის მიმართ გამოიწვია მონაწილეობამ ფ.ფ. კაპოლას ბლოკბასტერში 'ნათი მამა'(1972), რომელშიც მან კეი ადამსის როლი შეასრულა. შემდეგ მსახიობი მონაწილეობა ღებულობდა განგსტერული საგის გაგრძელებაში. განსაკუთრებული ადგილი დაიან კიტონის მოღვაწეობაში აქვს თანამშრომლობას ამერიკული თეატრის და კინოს ერთერთ ყველაზე კაშკაშა მსახიობთან და რეჟისორთან ვუდი ალენთან, რომელიც 1969 წელს გაიცნო ბროდვეიზე, როდესაც რეჟისორი იქ სპექტაკლს დგავდა "დაუკარი ეს კიდევ ერთხელ, სემ". სამსახურის გარდა, კიტონს და ალენს რამოდენიმე წელი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშრებდა. 1972 წელს ალენმა გადაიტანა პიესა ეკრანზე. ამის შემდეგ კიტონი თამაშობდა ალენის ლენტებში.
1987 წელს დაიან კიტონს დებიუტი ჰქონდა როგორც რეჟისორს, თავისი სცენარის მიხედვით მან დოკუმენტალური ლენტა გადაიღო 'Heaven'. შემდეგ მან დადგა ერთერთი ეპიზოდი ცნობილი სერიალიდან "ტვინ პიქსი", 1995 წელს კი გადაიღო სრულმეტრაჟიანი დრამა 'Unstrung Heroes', რომლისთვისაც კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. კინო–სამყაროში მიღწევების გარდა, კიტონი ცნობილია თავისი წინააღმდეგობით პლასტიკური ქირურგიის მიმართ. 2006 წლიდან ის კოსმეტიკური ფირმის «L'Oreal» სახეა.