მერი-კეიტ ოლსენი / Mary-Kate Olsen
ნამდვილი სახელი:მერი-კეიტ ოლსენი (Mary-Kate Olsen)
დაბადების თარიღი:13 ივნისი 1986
დაბადების ადგილი: შერმან ოუკს,კალიფორნია,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი
სიმაღლე:1.55 მ
პირველი ფილმი:1987
პოპულარული ჰოლივუდის მსახიობები, დები–ტყუოები – ეშლი ფულერ ოლსენი და მერი–ქეით ოლსენი დაიბადნენ ლოს–ანჟელესში 13 ივლისს 1986 წელს დეივ და ჟარნეტ ოლსენის იჯახში, რომლებიც განქორწინდნენ როდესაც გოგონები ცხრა წლის იყვნენ.
ცხრა თვის ტყუპები ტელევიზორების ეკრანებზე გამოჩნდნენ სერიალში 'Full House'(1987–1995). ოთხი წლის შემდეგ დეივ ოლსენმა დაითხოვა დების ირველი მენეჯერი და მის ადგილას დანიშნა თავისი საუკეთესო მეგობარი რობერტ ტორნი. ტორნ საქმეს ხელი დიდი ენთზიაზმით მოკიდა, უმოკლეს ვადაში, დააფუძნა კომპანია «Dualstar Intertainment Group» და გააფორმა ის ეშლი და მერი–ქითის სახელზე, ამით კი ორი და კინემატოფგრაფის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პროდიუსერებით გახდნენ. 1992 წელს გოგონებმა შეასრულეს მთავარი როლები საოჯახო კომედიაში 'დაიმალე, ბებო! ჩვენ მოვდივართ!', რომლის ნაწილი ნაჩვენები იყო ერთერთ ყველაზე დიდ გასართობ აშშ–ს ტელეაეხზე – 'ABC' ამავე წლის შობას. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეკრანებზე გამოვა კიდევ რამოდენიმე სურათი დების მონაწილეობით, უმეტესი რომელთაგანიც შემქმნელებს უდიდეს შემოსავალს მოუტანს.
მსოფლიო პოპულარობა ნიჭიერ დებთან მოვიდა 1995 წელს, კინოგაქირავებაში კომედიური მელოდრამის 'ორნი: მე და ჩემი ჩრდილი' გამოსვლის შემდეგ(1995).
დღეის–დღეობით შეგვიძლია დარწმუნებულად ვთქვათ, რომ 1995 წელი, სურათის 'It Takes Two' გამოსვლის წელი, გოგონების პოპულარობის მწვერვალად იქცა. ასეთი წარმატება მათი მონაწილეობით არც ერთ სურათს არ ჰქონია.