ქეით უინსლეტი / Kate Winslet
ნამდვილი სახელი:ქეით ელიზაბეთ უინსლეტი (Kate Elizabeth Winslet)
დაბადების თარიღი:05 ოქტომბერი 1975
დაბადების ადგილი: რიდინგი ბერქშირი ინგლისი
პროფესია:მსახიობი
სიმაღლე:1.69 მ
პირველი ფილმი:1986
მეუღლე:სემ მენდესი
ქეით ელიზაბეთ უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ რედინგში ლონდონის ახლოს.
მისი მამა და ბიძა დედის მხრიდან მსახიობები არიან, უფროსი და ანა ასევე მსახიობია. ქეითი ოჯახში მეორე ბავშვია, სულ კი ოთხი დაძმანი არიან. ქეითმა ასეთ მომავალი უკვე 13 წლის ასაკში ამოარჩია, როდესაც სცენაზე დაიწყო გამოსვლა. თუმცა მან სამსახიობო სკოლა სხვა ლონდონის გარეუბანში დაამთავრა, მეიდენხედში და დამთავრების შემდეგ მისი ნახვა სატელევიზიო სერიალებში და კომერციულ რეკლამებში გახდა შესაძლებელი(კერძოდ, ადრინდელ ასაკში ის პუტკუნა იყო, – ტკბილეულობის რეკლამაში მონაწილეობდა). უინსლეტის კინოდებიუტი ახალიზელანდიის ფილმში 'Heavenly Creatures'(1994), რომელშიც ნამდვილი მკვლელობის ისტორია იყო მოთხრობილი, რომელიც 1954 წელს მოხდა. ორმა სკოლის მოსწავლე–გოგონამ ერთერთის დედა მოკლეს, რადგან მას მათი ვნებიანი მეგობრობის შეწყვეტა სურდა. უინსლეტი მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი მსახიობი იყო, და მისი კიდევ უფრო ახალგაზრდა პარტნიორი გოგონა იყო, ქეიტი ფლობდა საკმარის ტექნიკას და ვერ აკონტროლებდა ბოლომდე თავს როდესაც როლში შედიოდა – განერვიულებულ რეჟისორს შეხსენება უწევდა, რომ ფილმში განვითარებული ამბები – ეს არ არის რეალობა. ის არც ისე მაღალია(დღევანდზელი ზომების მიხედვით) და სიმსუქნისაკენ მიდრეკილება აქვს.