ნამდვილი სახელი: უმა კარუნა თურმანი (Uma Karuna Thurman)
დაბადების თარიღი: 29 აპრილი 1970
დაბადების ადგილი: ბოსტონი მასაჩუსეთსი აშშ
პროფესია: მსახიობი სცენარისტი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.83 მ
პირველი ფილმი: 1984
მეუღლე: ეთან ჰოუქი (განქორწინება)
გარი ოლდმენი (განქორწინება)
უმა თურმანი დაიბადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, აღოსავლური რელიგიების სპეციალისტის და წარსულში ბუდისტი ბერის რობერტ თურმანის ოჯახში. მისი დედა – პროფესიით პსიქოტერაპევტია. მამამ თავის ბავშვებს დაარქვა ინდური ღმერთების სახელები. ასე გოგონას, რომელიც 29 აპრილს დაიბადა 1970 წელს, დაარქვეს სახელი უმა თურმანი, ერთერთი ინდური პანთეონის ქალღმერთის სახელი.
თურმანების ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ ბუდისტი ბერები მთელი ქვეყნიდან, ერთხელაც მათ თვით დალაი ლამა ეწვია სტუმრად, რომელიც მეგობრობდა რობერტთან. ღირს ლი თქმა, რომ ასეთი ექსცენტრიული აღზრდა უმას მეგობრების შეძენაში ნაკლებად ეხმარებოდა. თან ბავშვობაში უმა იყო მოუხერხებელი მისი გარეგნობა კი ზედმეტად უცნაური ითვლებოდა. 14 წლის ასაკამდე მე მუდამ ვტიროდი, როდესაც სარკეში ვიყურებოდი, აღიარა თურმანმა.
თუმცა, ამ ვითარებებმა მხოლოდ დააჩქარეს მისი კარიერა, 15 წლის ასაკში მან მოყვარულთა სპექტაკლში ითამაშა, სადაც ის შეამჩნიეს.
თექვსემი წლის უმა მსახიობობას გადაწყვეტს და ნიუ–იორკში გაემგზავრება. მალე ის ფოტომოდელი გახდება, 1987 წელს კი მისი დებიუტი შედგება კინოში – ფილმში 'Kiss Daddy Goodnight' .
1990 წელს უმა თრმანმა თავისი პირველი სერიოზული როლი ითამაშა ჰენრი მილერ ჯუნის ცოლის როლი სურათში 'Henry & June'. უმა აღარებს, რომ მას ყოველთვის იზიდავდნენ დამახასიათებებლი როლები და მათი გულისთვის იზ ყველაფერზე იყო მზად. მიუხედავად ასეთი პრინციპიალობის, მის კარიერაში უცნაური როლებიც ყოფილა. მაგალითად, შეშლილი პროფესორის როლი ილმში 'Batman & Robin'.
22 წლის უმა თურმანმა თითქმის საბოლოოდ გადაწყვიტა კინოს მიოვება ხცოტა ხნით და ინსტიტუტში სწავლისთვის თავის მიძღვნა. მაგრამ ამ დროს კვენტინ ტარანტინო გამოჩნდა, და მია უოლესის როლმა 'Pulp Fiction' უმა ცნობილ პიროვნებად აქცია. ის პირველი ამერიკელი ქალია, რომელიც ფრანგება ამოარჩიეს ახალი კოსმეტიკის მარკის რეკლამისთვის.
1990 წელს უმა ცოლად გაყვა ინგლისელ მსახიობს გერი ოლდმენს. უმამ აღიარა, რომ გერი მისი პირველი ნამდვილი სიყვარული იყო, და ასევე პირველი შეცდომა. ოლდმანი ალკოჰოლიკი აღმოჩნდა, და წელიწადნახევრის შემდეგ ქორწინება დაინგრა.
დადიოდა ჭორები, რომ თრმანს რიჩარდ გირთან ჰქონდა რომანი. თმცა უმა უარყოფდა ამ ფაკტს და ამბობდა, რომ გირი მისთვის ყოველთვის როგორც უფროსი ძმა იყო. 'მე მას პირველს გავუმხილე, რომ მსახიობობაზე ვოცნებობ. არასოდეს დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე და სიტვები: 'რა ჯანდაბად გინდა ცხოვრების დამახინჯებაი!''.
1998 წლის მაისში უმა ცოლად გაყვა ეტან ხოუკს, რომელიც ფანტასტიკური ფილმის 'Gattaca ' გადასაღებ მოედანზე გაიცნო. იმავე წლის ივლისში წყვილს ქალიშვილ გაუჩნდა მეი რეი, 2002 წლის იანვარში კი ვაჟი როანი.
თუმცა, როესაც უმა ფეხმძიმედ იყო, ტარანტინოს მოუწია ფილმის 'Kill Bill: Vol. 1' გადაღებების შეჩერება. მსახიობისთვის ასეთი ერთგულება არ მოეწონა ეტანს და ის სახლიდან წავიდა. იმ დროიდან წყვილის ურთიერთობები აირია. მაგრამ საერთო ცხოვრების ხუთი ბედნიერი წლის შემდეგ უმა არ ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებით და, პირველ რიგში ბავშვების მომავალზე ზრუნავს.
გრძნობები მიდიან და მოდიან, ისევე, როგორც სილამაზე. მე ვიცვლი გარეგნობას ყოველი როლის შესრულებისას. ჩემთვის ჩემი გარეგნობა პალიტრაა, მე მას ვუყურებ როგორც სამუშაო მასალას და ამიტომაც მას ბევრ ყურადღებას არ ვაქცევ.