მთავარი მსახიობები ახალი ამბები თხოვნები კონტაქტი რეკლამა
ქართულად ანიმაცია კომედია დრამა
ტრილერი მელოდრამა მულტფილმი სერიალი
რუსული მუსიკალური საახალწლო ისტორიული
საოჯახო დეტექტივი სპორტული საომარი
მელოდრამა ეროტიული ფანტასტიკა საშინელება
ვესტერნი ქართული კრიმინალი ინდური
რომანტიული დოკუმენტური სათავგადასავლო მძაფრ-სიუჟეტიანი
» მთავარი » მსახიობები » ახალი ამბები » თხოვნები » კონტაქტი » რეკლამა
საუკეთესო
რეკლამა
Virtual Tour Georgia
მსახიობები
დაიან ლეინი / Diane Lane
დაიან ლეინი / Diane Lane

ნამდვილი სახელი:დაიან ლეინი (Diane Lane)
დაბადების თარიღი:22 იანვარი 1965
დაბადების ადგილი: ნიუ–ორკი,აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.66 მ
პირველი ფილმი: 1972
მეუღლე: ჯოშ ბროლინი
კრისტოფერ ლამბერტი (განქორწინება)

დაიან ლეინი დაიბადა 22 იანვარს 1965 წელს ნიუ–იორკში. მისი მამა, ბარტონ იუჯინ ლეინი მსახიობი იყო, დედა კოლინ ფარინგტონი კი უკეთესად ცნობილი, როგორც კოლინ პრაისი, მოცეკვავედ მუშაობდა და ჟურნალ «Playboy»–ის სურათებს იღებდა. როდესაც დაიანი თერთმეტი წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ და მამამ გოგონაზე მეურვეობა მიიღო. ის ბავშვობიდან მოგზაურობდა მასთად ერთად. დაიან ლეინის ბებია თეატრალური მსახიობი იყო და მისი დახმარებით დაიანი უკვე თორმეტი წლის ასაკში თამაშბდა თეატრში «Medea», დადგმაში «The Cherry Orchard» მერილ სტრიპთან ერთად. თოთხმეტი წლის დაიან ლეინმა პირველად შეასრულა როლი ლორენს ოლივიეს ფილმში «A Little Romance».
როგორც უმეტესი მსახიობების ბავშვები, დაიან ლეინი ბავშვობიდან იცნობდა ცნობილ რეჟისორებს და პროდიუსერებს, რამაც ხელი შეუწყო მის კარიერულ ზრდას. კარგ დასაწყისად იქცა ფილმები «The Outsiders» (1983) მეტ დილონთან, ტომ კრზთან და პატრიკ სუეიზისთან ერთად და «Rumble Fish» (1983) მეტ დილანთან, მიკი რურკთან და ნიკოლას ქეიჯთან ერთად. ამ როლებს მოყვა 1984 წელს სურათები «Streets of Fire» და «The Cotton Club», რომლებსაც დიდი კომერციული წარმატება ჰქონდათ, რამაც რათქმა უნდა იმოქმედა ახალგაზრდა მსახიობის კარიერაზე. პირველი წარმატება დაიან ლეინთან მოვიდა ტელესერიალში «Lonesome Dove» მონაწილეობის შემდეგ. ამ სერიალში შესრულებული როლისთვის ის ნომინირებული იყო «Emmy Award». ასევე კრიტიკოსებმა დადებითად აღნიშნეს მისი ნამუშევარი ფილმში «My New Gun» (1992), რომელმაც საკონკურსო პროგრამა გაიარა კანის კინოფესტევალზე. შემდეგ დაიან ლეინის კარიერაში პატარაშესვენება იყო – მან რამოდენიმე შეუმჩნეველ ფილმში ითამაშა.
2002 წელს გამოსულმა «Unfaithful» დაიან ლეინს მორიგი წარმატება მოუტანა. ამ როლისთვის მსახიობი რამოდენიმე ნომინაციაზე წარმოადგინეს, 'ოსკარის' და 'ოქროს გლობუსის' ჩათვლით.
რამოდენიმე პრემია მსახიობმა მოიგო, ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა «Satellite Awards». 2003 წელს დაიან ლეინმა ითამაშა როლი ფილმში «Under the Tuscan Sun» რომლისთვისაც ნომინირებული იყო 'ოქროს გლობუსზე' ამავე წელს – ჰოლივუდის ფესტევალზე – დაიან ლეინი აღარებული იყო წლის საუკეთესო მსახიობად.
დაიან ლეინი ორჯერ იყო გათხოვილი. პირველად (1988–1994) მსახიობზე კრისტოფერ ლამბერტზე. 2004 წლიდან კი მსახიობი ჯოშ ბროლინის მეუღლეა. პირველი ქორწინებისგან მას ქალიშვილი ყავს, ელეონორა ჟასმინ ლამბერტი.
загрузка...

რეკლამა
загрузка...
რეკლამა
შემოგვიერთდი Facebook - ზე
რეკლამა
загрузка...

რეკლამა

მთავარი კონტაქტი რეკლამა რუკა RSS Tags
www.wsa.ge Free PageRank Checker navige
Betting Websites SportLemon xScores Atdhe FromSport Betting Tips Rojadirecta Batumi Virtual Tour Visit Adjara ProSoccer Asia Tbilisi Virtual Tour SportLemon Blog Hokey Predictions Hotels Batumi Panorama Web Design WebPages Нарды Онлайн Фильмы Онлайн Dominoes Online BetInfo Blog Prison Break Show Lost Show Live Scores 1X2 Tips Azart Bet Loan Debt Vaxo Tips Hahasport MyP2P SportLemon.in First Row Sports
© 2011 WWW.ALLFILMEBI.COM